დავით სერგეენკო:რისკებისგან მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცული
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დამდგარი წყლის გუბეები პოტენციურად ინფექციის გამრავლების საფრთხეს წარმოშობს, რისი თავიდან აცილების მიზნით სათანადო სამუშაოები დაიწყო.
“რისკებისგან მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცული, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეებში იყო მაღალი ტემპერატურა და ამ არეალში არის დიდი რაოდენობით დამდგარი წყალი. გუბეები არის რისკი, რომ განვითარდეს რაიმე სახის ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცია. ოღონდ ეს დაკავშირებული არ არის ცხოველების ლეშის მიწისქვეშ სავარაუდო არსებობასთან. დღეს დამუშავდება მთლიანად რისკის ზონები. დამუშავების დროს აქ არ უნდა იყვნენ მომუშავე ადამიანები, ხოლო შემდგომ დღეებში არ უნდა იყვნენ ამისთვის მოუმზადებელი ადამიანები. ამან რამდენიმე ხნით სამუშაოები შეაფერხა, მაგრამ სამაგიეროდ, სამუშაოები მძიმე ტექნიკით გაგრძელდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.
სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები რისკის ხუთ ზონაში ტარდება, ეს ზონებია “მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორია, სვანიძის ქუჩა, წყნეთის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი.