სტიქიის ზონების სპეციალური მეთოდებით დამუშავება დაიწყება
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, სტიქიის ზონები პრევენციის მიზნით დღეს სპეციალური მეთოდებით დამუშავდება. მისივე თქმით, ეს აუცილებელია, რადგან სტიქიის ადგილებში რამდენიმე ტბორია დარჩენილი.
“საგანგებო შტაბის სხდომაზე ჩვენი სამინისტროს კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთ-ერთია ის, რომ მოხდება აღნიშნული ტერიტორიების გაუსნებოვნება სპეციალური, ასეპტიკური და ანტისეპტიკური მეთოდების საშუალებით, რაც აუცილებელია გამომდინარე იქიდან, რომ სტიქიის ადგილებში რამდენიმე ტბორია, შესაბამისად, ჩვენ გვინდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები”, – განაცხადა დანელიამ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეს სამუშაოები სპეციალური მომზადების მქონე ადამიანების და ტექნიკის მეშვეობით ჩატარდება, ფიზიკურ პირებს კი მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოებთან შემხებლობა არ ქონდეთ.