დავით ნარმანია მოხალისეებს მიმართავს, “მზიურში”, ზოოპარკში და სვანიძის ქუჩაზე მისვლისგან, თავი შეიკავონ

თბილისის მერი დავით ნარმანია მოხალისეებს თხოვნით მიმართავს, “მზიურის” ტერიტორიაზე, ზოოპარკში და სვანიძის ქუჩაზე მისვლისგან, თავი შეიკავონ. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად მძიმე ტექნიკამ უნდა იმუშაოს.
“გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ უფრო ინტენსიურად უნდა იმუშავოს ტექნიკამ ძირითად ლოკაციებზე და ამავდროულად არსებობს გაზრდილი რისკები ეპიდემიებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ძირითად ლოკაციაზე მოხალისეების შეზღუდვის შესახებ, ამიტომ ვთხოვთ მოხალისეებს, ხვალ თავი შეიკავონ “მზიურის” ტერიტორიაზე, ზოოპარკში და სვანიძის ქუჩაზე შესვლისგან. ამ ტერიტორიებზე ძირითადად უნდა იმუშავოს ტექნიკამ”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები