“ახალ გზას თუ სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ აღვადგენთ, სატრანსპორტო კოლაფსს მივიღებთ”

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ ვაკე-საბურთალოს ახალ გზას სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ აღდგება, სატრანსპორტო კოლაფსს მივიღებთ. მისივე განმარტებით, ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს მოკლევადიანი პერიოდის გეგმა.
“დღეს შევხვდით ექსპერტთა ჯგუფს და გავიარეთ სამი მთავარი მიმართულება. მათ შორის პირველია ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხი. ტრანსპორტის სამსახურმა ცალსახად თქვა, რომ თუ ამ გზას არ აღვადგენთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე ქალაქი დაიტვირთება, მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს და ვაკიდან საბურთალოსკენ, ან პირიქით გადაადგილებას მინიმუმ ერთი საათი დასჭირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს მოკლევადიანი პერიოდის გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში კი უნდა განვახორციელოთ გზის გამაგრებითი სამუშაოები. ასევე გზის ერთ მონაკვეთზე, რომელიც ჩაწყვეტილია გაკეთდეს გაბიონები, რათა მოკლევადიან პერიოდში ამ გზაზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები