რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მატარებლების მოძრაობა აღდგა

ყოველდღიურად რუსეთის ქალაქ ადლერსა და ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრას შორის ელექტრომატარებელი იმოძრავებს. „რია-ნოვოსტის“ ცნობით, მარშრუტის სიგრძე 40 კილომეტრია. საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის გავლასთან ერთად ერთი მიმართულებით გზას ორი საათი დასჭირდება. მგზავრების გადაყვანას რუსეთის „ჩრდილოკავკასიური საგარეუბნო სამგზავრო კომპანია“ უზრუნველყოფს.
ერთი მიმართულებით მგზავრობის ფასი 200 რუსულ რუბლს შეადგენს. თითოეული მატარებელი 232 მგზავრზეა გათვლილი. მატარებლები დილით, შუადღეს და საღამოს საათებში იმოძრავებენ. როგორც აფხაზური მედია იუწყება, გაგრასა და ადლერს შორის ელექტრომატარებლები ზაფხულის სეზონზე იმოძრავებს, მათი შემდგომი ბედი კი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები