ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა პირებმა ვლადიკავკაზიდან ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს

შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც, თვითმხილველთა თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიციის წარმომადგენელბი არიან, ვლადიკავკაზიდან დიმიტრი კალოევი გაიტაცეს.

კალოევის მეუღლის ინფორმაციით, მის ქმარს იმ მომენტში დაესხნენ თავს, როდესაც ის სახლიდან გადიოდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიციელებმა მაია კალოევას ქმრის პასპორტი მოსთხოვეს, რათა ის რუსეთის საძღვარზე გადაეყვანათ.

რადიო „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შეიარაღებული პირები სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადამიანებს აკავებენ. ადგილობრივი მოსახლეობა შოკშია. ისინი ამბობენ, რომ ეს ფაქტობრივად უცხო ქვეყნიდან შემოჭრილი ბანდფორმირებების მოქმედებას ჰგავს. რაც შეეხებათ დაკავებულებს, მათი ნათესავები შიშობენ, რომ მათ ცხინვალში აწამებენ და ამ მეთოდით იქაური ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები