სოხუმში „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეები – აფხაზეთს შეუძლია რუსეთსა და თურქეთს შორის სატრანზიტო კორიდორი გახდეს

სოხუმში გაიმართა „მრგვალი მაგიდა“ თემაზე; „აფხაზეთი თანამედროვე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების კონტექსტში“. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამ შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, აფხაზეთს შეუძლია რუსეთსა და თურქეთს შორის დამაკავშირებელი რგოლი გახდეს.

„თურქეთიდან რუსეთში ტვირთები შეიძლება აფხაზეთის გავლით მიდიოდეს. ამით თურქი ბიზნესმენები არიან დაინტერესებულები. ეს აფხაზეთისთვისაც მომგებიანია. მას შეუძლია სატრანზიტო კორიდორი გახდეს“. – განაცხადა ფონდ „აფსნის“ პრეზიდენტმა სონერ გოგუამ.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრ სერგეი შამბას კი მიაჩნია, რომ რუსეთის შემდეგ აფხაზეთი თურქეთმაც უნდა აღიაროს, ვინაიდან ის რუსეთ-თურქეთის ომების დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლემებზე რუსეთის მსგავსად არის პასუხისმგებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები