ირაკლი ღარიბაშვილი: სასმელი წყლის ვარგისიანობა სისტემატურად მოწმდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევებისთვის თბილისის სხვადასხვა უბნებიდან, ასევე სტიქიის ადგილებიდან აღებულია სასმელი წყლის სინჯები. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებიო შტაბის სხდომაზე აღნიშნა, წყლის ნიმუშების აღება მომავალშიც გაგრძელდება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმიტ, “მზიურში” მიმდინარე საძიებო საქმიანობებში მეხანძრე-მაშველთა 300-კაციან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-კაციან ჯგუფთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მოხალისეები, რომელთა რიცხვი 600-ზე მეტია.
“რამდენიმე ერთეული სამშენებლო ტექნიკა შეყვანილია ყველა უბანზე, სადაც ამის საშუალება გვაქვს ვმუშაობთ აქტიურად. ადგილზე მოხალისეთა ორგანიზებას ახორციელებენ მერიის კოორდინატორები. ასევე ადგილზე მისული ადამიანებისგან იქმნება ოცეულები, რომელთა გადანაწილება ხდება კონკრეტული ობიექტების – სახლების მომართულებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით,  სამუშაოებში დაახლოებით 450 ჯარისკაცით ჩართულია ეროვნული გვარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები