ბიძინა ივანიშვილი: მთავრობა მაქსიმალურს აკეთებდა

ახალგაზრდებმა აჩვენეს, რომ ქვეყანა საიმედო ხელშია და ერმა აჩვენა თავისი სახე,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. რაც შეეხება ხელისუფლების მუშაობას, ივანიშვილის თქმით, ის თვალს ადევნებდა და ბოლომდე ჩართული იყო პროცესებში და მთავრობა ძალიან ადეკვატურად მოიქცა.
“მთელი მთავრობა იყო მობილიზებული, საზოგადოებამ საოცარი კონსოლიდაცია გამოამჟღავნა. ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა; რამდენად გამოუვიდა, ამის შეფასებები შეიძლება. მე თქვენს ენთუზიაზმს, რომ ვიღაცა უნდა დავიჭიროთ მთავრობიდან, არ ვიზიარებ. ყველაფერი ხდებოდა კარგად და არ არსებობს, საქმეს აკეთებდეს ვინმე და იქ პატარა შეცდომა არ ახლდეს თან. იდეალური არაფერია და შეიძლება, ნებისმიერმა საქმემ კითხვები დატოვოს. ჟურნალისტებმა მაქსიმალურად ობიექტურად უნდა შეაფასოთ და არ უნდა ეცადოთ, რაღაც იპოვოთ და ყველაფერს ხაზი გადაუსვათ მაშინ, როდესაც ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად თავგანწირვა მთელი საზოგადოების და მთავრობის მხრიდან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილს სტიქიის დროს მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არ აქვს.
მისივე თქმით, სერიოზული კითხვა, რომელიც შეიძლება საჯაროდ წარმოთქვას, არ აქვს. ივანიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთანაც ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები