საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

   საქართველოს დელეგაციის წევრებმა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან საქართველოს საოკუპაციო ხაზთან აღმართულ ხელოვნურ ბარიერებსა და რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ რუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა. დელეგაციის წევრებმა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ამ თემებზე საუბარი ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე გაგრძელდება, რომელიც 25-26 მარტს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები