სტიქიის ზონიდან გამოტანილი ხის მერქანი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა

სტიქიის ზონიდან გამოტანილი ხის მერქანი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს სამინისტროდა აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამსახურები ეროვნულ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ტერიტორიას სტიქიის შედეგად ხეობაში შეტანილი ხის მერქნისგან წმენდენ.
„ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მეხუთე დღეა გრძელდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ცენტრალური და რეგიონალური სამსახურები, ეროვნულ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ტერიტორიას სტიქიის შედეგად ხეობაში შეტანილი ხის მერქნისგან წმენდენ. სტიქიის ზონიდან გამოტანილი ხის მერქანი გარემოსა დაბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე განთავსდება. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ხის მერქანი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა“,-აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები