პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა. ინფორმაცია “კვირას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მსჯავრდებულის ვინაობას არ ასახელებენ,თუმცა აცხადებენ,რომ მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული უკვე სახლშია. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სტიქიით დევნილ, სასტუმროში შეფარებულ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა.
პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით შუამდგომლობით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები