მოხალისეებს სტიქიის მძიმე წერტილებში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ

უსაფრთხოების მიზნით მოხალისეებს დღეიდან სტიქიის მძიმე წერტილებში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების ღონისძიებები ყველამ უნდა დაიცვას.
მისივე თქმით, მოხალისეები მხოლოდ გარე უბანებზე და საცხოვრებელი სახლების ეზოებში იმუშავებენ.
„მოსახლისეები უფრო მეტად გარე უბნებზე და საცხოვრებელი სახლების ეზოებში იმუშავებენ. სხვა დანარჩენ ნაწილებზე, სადაც არის რისკის ზონა, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. გარდა ამისა, არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესები და პირობები, რომელიც ყვველამ უნდა დაიცვას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები