შსს ცინცაძის ქუჩაზე მტაცებლის არსებობას არ ადასტურებს

ცინცაძის ქუჩაზე მტაცებლის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება, – ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ცინცაძის ქუჩის ტერიტორიას სპეცდანიშნულების რაზმი ერთ საათს ამოწმებდა, თუმცა, მტაცებელს ვერ მიაგნეს.

ცინცაძის ქუჩაზე მტაცებლის არსებობის შესახებ 112-ში ზარი ადგილობრივი მცხოვრებლისგან შევიდა.
თვითმხილველების თქმით, მათ მტაცებლის ღრიალის ხმა გაიგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები