ზურაბ გურიელიძე დაკითხვის შემდეგ კანცელარიაში გაემართა
ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. გურიელიძის განცხადებით, პროკურატურის კითხვები დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა. ზოოპარკის დირექტორის თქმით, შეცდომა გამოიწვია იმან რომ ერთი ვეფხვი ორჯერ სხვადსხვა პირების მიერ იყო აღწერილი და ის მკვდარი ეგონათ.
გურიელიძე ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიაში სავარაუდოდ პრემიერთან შესახვედრად მიემართება.
„გამოძიების შეკითხვები დღევანდელ საშინელ და ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ვეფხვი რომელიც მკვდარი გვეგონა ცოცხალი აღმოჩნდა, ის აღრიცხული იყო ორჯერ ორი სხვადსხვა პირის მიერ მოხდა აღწერა. ერთი ვეფხვი შეიძლება იყოს აღმოჩენილი გარეთ.
მეორეა ზოლებიანი აფთარი, ძაღლზე უფრო მცირე ზომის, მისგან ხიფათი არ გველის. რაც შეეხება საქმის აღძვრას, სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე ჩემთან საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ჯერ ყველა ვოლიერში შესვლა ვერ შევძელით ყველა ვოლიერი რომ ამოტუმბული ყოფილიყო ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. მე ახლა სახელმწიფო კანცელარიაში მივდივარ“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ზურაბ გურიელიძე დაკითხვაზე სამართალდამცავებმა მას შემდეგ გადაიყვანეს რაც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვმა მოქალაქე მოკლა.