მინდია ჯანელიძე მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, დაკარგულია ერთი მცირე ზომის ვეფხვი და აფთარი. ამს შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მინდია ჯანელიძე საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

“ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ დაკარგულია მცირე ზომის ვეფხვი და აფთარი, მინდა საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოვუწოდო, აქამდეც ინფორმირებული იყო მოსახლეობა, რომ ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში 112-ში უნდა დარეკონ. 112 გადასულია გაძლიერებულ მუშაობაზე. შსს-ს სამსახურები მობილიზებულები არიან. როგორც ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, რიგის ქუჩის ფაქტი არ დადასტურდა, თუმცა დაველოდოთ შსს-ს შეფასებას. ინფორმაციას ცხოველებთან დაკავშირებით მიიღებთ ძალიან ინტენსიურად და მოკლე დროში“,-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები