ზოოპარკიდან სტიქიის შედეგად დამხრჩვალი ცხოველების გატანა მიმდინარეობს
სტიქიის ზონაში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. ნაშალი მასალისაგან იწმინდება ყველა ტერიტორია, ზოოპარკიდან სტიქიის შედეგად დამხრჩვალი ცხოველების ტერიტორიიდან გატანა მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის განცხადების მიხედვით, გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მზიურშიც. პროცესი მაშველებისა და მოხალისეების კოორდინაციით ხორციელდება. ადგილზე განთავსებულია პირველადი დახმარების პუნქტები. გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ჩიქოვანის ქუჩაზეც. ჩიქოვანის 30, 34 და 36 ნომერში მდებარე კორპუსებთან სპეციალური ტექნიკა მუშაობს. სამუშაოები გრძელდება კოსტავას 63-შიც. სადაც მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები და სტუდენტები მუშაობენ.