წყნეთი-ახალდაბის გზაზე 5 დამეწყრილი მონაკვეთიდან 4 გაწმენდილია და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგა

წყნეთი-ახალდაბის გზაზე 5 დამეწყრილი მონაკვეთიდან 4 გაწმენდილია და სოფლის პირველ მოსახლემდე კომუნიკაცია აღდგენილია,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გზის გახსნას და პირველი ავტომობილის გატარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი პირადად დაესწრო. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მე-5 მონაკვეთის აღსადგენად (რომელიც უშუალოდ სოფელშია) და იმ შემთხვევაში, თუ მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, დღის ბოლომდე აღნიშნული მონაკვეთიც აღდგება. წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთი 13-14 ივნისს წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაიხერგა და სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, დამონტაჟდა 3 სანიაღვრე მილი, რომელზეც მოეწყო საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები