ჯანელიძე: ვინც არ უნდა იყოს ამ ტრაგედიის გამოწვევაში პასუხისმგებელი ყველა აგებს პასუხს

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, დაიწყო გამოძიება და დღეს მომხდარი ტრაგედიის გამოწვევაში ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველა პასუხს აგებს.

ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, დაწყებულია გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს ამ ტრაგედიის გამოწვევაში პასუხისმგებელი პირი ყველა აგებს პასუხს“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის შემთხვევაზე საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღიძრა, – ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პრემიერისგან მიიღო დავალება, რამდენიმე საათის წინ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიაზე ძიება დაიწყოს და ფაქტის სამართლებრივი შეფასება მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები