მინდია ჯანელიძე: მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ უნებლიეთ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება

მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ უნებლიეთ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუმცა ჯანელიძემ იქვე განმარტა, რომ ეს არ არის თავის მართლება.

„კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კრიზისების საბჭო ინფორმაციის გავრცელებისას ზოოპარკის მიერ მიწოდებულ მონაცემს ეყრდნობოდა. მინდია ჯანელიძემ კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებიც განმარტა.

“მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, საზოგადოებამ რომ იცოდეს, რას საქმიანობს საბჭო, კონკრეტულად კრიზისის ლიკვიდაციის დროს საბჭო კოორდინაციას უწევს ყველა უწყებას, რომელიც ჩართულია კრიზისს სალიკვიდაციო სამუშაოებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოს თანამშრომლები უშუალოდ დგანან ქუჩებში და გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ. საბჭო კოორდინაციას უწევს და საჭიროებებით ამარაგებს ყველა უწყებას, რომლებსაც ეს საჭიროებები გააჩნიათ. მე მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ უნებლიეთ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს არ არის თავის მართლება, ეს არის რეალობა, ჭეშმარიტება, ეს დაადასტურა ზოოპარკის დირექტორმა, რომ ინფორმაცია მიღებული იყო ჩვენ მიერ ზოოპარკის ადმინისტრაციისგან, გადამოწმებული იყო ყველა კომპეტენტურ ინსტანციაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდა ეს ინფორმაცია საზოგადოებას“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები