ზურაბ გურიელიძის დაკავების ფაქტს არც ერთი ძალოვანი უწყება არ ადასტურებს

ზოოპარკის დირექტორის დაკავების ფაქტს უარყოფს როგორც შსს სამინისტრო, ასევე მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ზურაბ გურიელიძე შსს-ს არცერთ სამართველოში არ იმყოფება. ანალოგიური პასუხი „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ზოოპარკის დირექტორი დაკითხვაზე პროკურატურას არ გამოუძახებია.

ცნობისთვის: სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ გურიელიძე სამართალდამცავებმა დაკითხვაზე წაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ დამატებით დეტალებს „კვირა“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები