კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” მოხალისეებს უფასო მომსახურებას სთავაზობს

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, კომპანია მოხალისეებსა და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებს, ვინც სტიქიით დაზარალებული ტერიტორიის დასუფთავებაში მონაწილეობს, უფასო მომსახურებასა და საქმიანობის დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას სთავაზობს.
სამარშუტო ტაქსების დისლოკაციის ადგილი და რაოდენობა ოპტიმალურად იქნება შერჩეული.
კომპანია საზოგადოებას მიმართავს და მოქალაქეებს სთხოვს, ნებისმიერი სახის ინფორმაცია სატრანსპორტო მომსახურების აუცილებლობაზე ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე მიაწოდონ: 2 200 340

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები