რა შეღავათებით ისარგებლებენ სტიქიის შედეგად დაზარალებული სტუდენტები და მოსწავლეები – განათლების მინისტრის განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეეხებათ. კერძოდ: როგორც მინისტრმა განაცხადა, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრ და უსახლკაროდ დარჩენილი სტუდენტების 2015-2016 სასწავლო წლის სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაფარავს.
მისი განმარტებით, სტუდენტებში იგულისხმებიან ის აბიტურიენტები, რომლებიც წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. სწავლის გადასახადში იგულისხმება 2015-2016 აკადემიური წლის საფასური, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობა. “სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტი შეიმუშავებს პროგრამას და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მთავრობის სხდომაზე. მოსწავლეებს, რომელთაც 13 ივნისის სტიქიის შედეგად სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპიუტერები და სახელმძღვანელოები დაუზიანდათ, სამინისტრო ახალ ნივთებს გადასცემს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი ყველა მოსწავლეს და მათ მშობლებს საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას უფასოდ გაუწევს, სამინისტრო ასევე იმუშავებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რათა მოხდეს ჰიდროლოგიური ლაბორატორიისა და მიმდებარე ტერიტორიების შეფასება და სპეციალისტების დასკვნების შესაბამისად დაიგეგმოს ლაბორატორიის აღდგენითი სამუშაოები“,-განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები