“3 წუთი მომეცით და შენ თავს ვფიცავარ, დავაძინებ” – აფრიკელი მოხალისე პატრულს ვეფხვთან შეშვებას სთხოვდა (ვიდეო)
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ფერადკანიანმა მამკაცმა პატრულის თანამშრომლებს დახმარება შესთავაზა. მამაკაცი პოლიციის თანამშრომლებს ვეფხვთან მიახლოების უფლებას სთხოვდა. როგორც აფრიკელი წარმოშობის მამაკაცი განმარტავდა, ის ვეფხვის დაძინებას სამ წუთში მოახერხებდა. ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტტელევიზია „პალიტრა ტვ“-იმ გაავრცელა. „მე ვარ ჯუნგლი. მიმიშვით, ვეტყვი და დაიძინებს. ეს არის ჩემი საქმე, მე ეს ვიცი. მიმიშვი მასთან და შენ თავს ვფიცავარ, დავაძინებ“, – მიმართა მოქალაქეს და პოლიციის თანამშრომელს უცხოელმა მამაკაცმა. ვიდეოს “პალიტრა” ავრცელებს.