იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ISPRA-ს ხელმძღვანელმა სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა

იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ISPRA-ს ხელმძღვანელმა, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL-ის ვიცე-პრეზიდენტმა კლაურიდო მარგოტინიმ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, სხვადასხვა ტერიტორიებზე განვითარებული სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა. როგორც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კლაუდიო მარგოტინი ქართველ გეოლოგებთან ერთად იმყოფებოდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელი ახალდაბის და ბაგების მიმდებარე ტერიტორიებზე. იტალიელმა ექსპერტმა ასევე, დაათვალიერა ვერეს ხეობა. იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL-ის ვიცე-პრეზიდენტი, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ჩაერთო. კლაურიდო მარგოტინი ქართველ კოლეგებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს და რეკომენდაციებს მისცემს. კლაუდიო მარგოტინი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტ-გეოლოგია გარემოს საშიშროებებისა და რისკების მართვის სფეროში და დედამიწაზე სხვადასხვა დროს მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი და მონაწილეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები