ჯანდაცვა: დაზარალებულებს ძირითადად ესაჭიროებათ მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვება, საყოფაცხოვრებო ნივთები

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სოციალურ მუშაკებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ხვდებიან. ოფიციალური ინფორმაციით,სოციალური მუშაკები სპეციალურად შედგენილი კითხვარებით საზღვრავენ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს. 17 ივნისის, 15:00 საათის მონაცემებით აღწერილია 90 ოჯახი -396 ადამიანი, მათ შორის -104 ბავშვი, 5 ორსული, 49 მოხუცი. სტიქიით დაზარალებულებს ძირითადად ესაჭიროებათ მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვება, საყოფაცხოვრებო ნივთები. პირველადი დახმარების დარიგება უკვე დაწყებულია. ასევე, არც ერთ მათგანს არ შეექმნება მედიკამენტების, რეცეპტის ან მკურნალობის პრობლემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები