ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილის იდენტიფიკაცია ამ წუთებში მიმდინარეობს
ამ წუთებში ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მაამკაცის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს, გარდაცვლილი მამაკაცი 43 წლის მამაკაცია. მამაკაცი, რომელსაც თავს ვეფხვი დაესხა, სასწრაფო დახმარების მანქანამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში შემოვიდა გულის გაჩერებით, მას ქონდა ცხოველის მიერ მიყენებული დაზიანებები თავ-კისრის არეში. სავარაუდოდ დაზიანებული იყო საძილე არტერია.
„ეს ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ჩატარებული რეანიმაციული საშუალებებით მისი გულის რითმის აღდგენა და გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.
მტაცებელი ცხოველის მიერ კიდევ ერთი დაშავებულის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.