დავით ნარმანია: პასუხისმგებელი პირი საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ

ახლა ყველაფერი უნდა გაირკვეს, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ადამიანის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ნარმანიას თქმით, ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი ზოოპარკის ადმინისტრაცია იყო, რადგან სწორედ ზოოპარკი აწარმოებდა აღრიცხვას. “ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ზოოპარკის ადამინისტრაციას ჰქონდა და ზოოპარკი აწარმოებდა ამას. მდგომარეობა რთული იყო, ვინაიდან ცხოველების გარკვეული ნაწილი დაკარგული იყო და ყოველდღიურად მიმდინარეობდა,მათი როგორც ძებნის სამუშაო, ასევე იმ ტერიტორიაზე, სადაც დაკარგულები იყვნენ, დროულად ხდებოდა ნაპოვნი ცხოველების ამოყვანა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გარკვეული ცდომილება იყო მაჩვენებლებში. დანარჩენს გავარკვევთ. ეს,რაც მოხდა, არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, ახლა ყველაფერი უნდა გაირკვეს. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ”, – განაცხადა ქალაქის მერმა. “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი სასიკვდილოდ დაგლიჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები