როგორ მოკლეს ვეფხვი – შსს-ს კადრები (ვიდეო)
სტიქიის შედეგად ზოოპარკიდან გამოსული ვეფხვი, რომლის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ლიკვიდირებულია. „ლაგუნა ვერე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ცხოველი აგრესიული იყო და მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ვითარებას პირადად აკონტროლებდა.