ზოოპარკის ინფორმაციით, დაკარგულები არიან: ზოლიანი აფთარი, ვეფხვი და დათვი

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაკარგული ვეფხვის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ამავე უწყების ოპერატორის ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში გუშინ მოქალაქემ აფთრის შესახებ ინფორმაცია გადასცა.

მისი თქმით, მოქალაქემ აფთარი სვანიძის ქუჩაზე შენიშნა. როგორც „კვირას“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, სააგენტოს თანამშრომლები სვანიძის ქუჩაზე გავიდნენ, თუმცა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. ოპერატორის ინფორმაციით, ავაზის ნაცვლად იქ ძაღლი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, მან გუშინ აფთარი ნუცუბიძის ქუჩაზე შენიშნა და 112-ში დარეკა. იგი პროფესიით ბიოლოგია და მტაცებელი ცხოველიდან აფთარი ამოიცნო. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, მან ვეფხვი, რომელმაც დღეს ახალგაზრდა მამაკაცი დაგლიჯა, სამი დღის შენიშნა.

„კვირას სამსახურში ვიყავი, როცა ბიჭმა დამირეკა, შენი კარის წინ ვეფხვი დადისო. მაგრამ მთლად ვერ ვიცანი, ვეფხვია თუ ლომი. იმიტომ რომ თურმე ყოფილა ალბინოსი ვეფხვი და ტალახში ეგონა დასვრილი. მოვედი, აღარ იყო ვეფხვი და ვიფიქრე, რომ წაიყვანეს. გუშინ, 5 საათზე 10 კაცი შევიდა, მკვდარი იყო, ხმა არ ამოუღია, დილით რომ მოვედი, ვნახე ყუთები გადმოღებული, ყველამ დავასკვენით, რომ წაიღეს უკვე. გუშინ 10 კაცი დაადგა თავზე, შესაბამისი სამსახურები დღეს 4-ჯერ იყვნენ მოსულები და არ ვიცი, რატომ არ წაიყვანეს“, – ამბობს თვითმხილველი.

ზოოპარკის განცხადებით, დაკარგულები არიან: ზოლიანი აფთარი, ვეფხვი და დათვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები