გურიელიძე: აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა, გვეგონა, ლაფში იყო ჩაფლული, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო
„დღეს დილით გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა. გვეგონა, რომ ლაფში იყო ჩაფლული, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო”, – ეს განცხადება „კურიერთან“ საუბრისას ცოტა ხნის წინ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი დეტალების დაზუსტება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა.