ლიკვიდირებული ვეფხვი – კადრები შემთხვევის ადგილიდან (ვიდეო)

ვეფხვი, რომელმაც „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ადამიანი იმსხვერპლა, ლიკვიდირებულია. ის ტერიტორიიდან გაიტანეს, რის ამსახველ ვიდეოსაც თვითმხილველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, შუადღისას, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეულმა თეთრმა ვეფხვმა შუახნის მამაკაცის სიცოცხლე, შს მინისტრის ინფორმაციით, საწყობში, დახურულ სივრცეში იმსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია ვეფხვის ლიკვიდაციის მიზნით. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მტაცებლის ლიკვიდირება მალევე შეძლო. ადგილზე იმყოფებოდნენ, ასევე შს მინისტრი, თბილისის მერი და ზოოპარკის დირექტორი.

 Untitled

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები