„ზოოპარკის დირექტორი ორი დღე მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ცხოველები გარეთ აღარ იყვნენ”
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე “ინფო 9”-სთან საუბარში აცხადებდა, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ იმყოფება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
გურიელიძე აცხადებდა, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე დამხრჩვალი და გადარჩენილი ცხოველების აღწერა თითქმის დასრულებული იყო.
„არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ არის და ქალაქში არ დადის. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არც აქამდე ემუქრებოდა. ის ფოტოები და ინფორმაციები, რაც ცხოველების ქალაქში ყოფნასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, ძირითადად, ფოტომონტაჟი და არასწორი იყო“, – აღნიშნავდა გურიელიძე.
განცხადება იმის შესახებ, რომ არც ერთი მტაცებელი ზოოპარკის გარეთ აღარ იყო დარჩენილი, ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდობით, პრემიერ-მინისტრმა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმაც გააკეთეს.
შეგახსენებთ, დღეს “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე საწარმოში სამი დღის განმავლობაში დამალულმა თეთრმა ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. ვეფხვის ლიკვიდირება სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ მალევე მოხდა.