არსებული ინფორმაციით, ვეფხვი იმ საწარმოში, სადაც ადამიანი დაგლიჯა, რამდენიმე დღე იმალებოდა
ვეფხვისგან მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია. ის 40 წლამდე მამაკაცია, სავარაუდოდ, იმ საწარმოს თანამშრომელია, რომელშიც მტაცებელი 3 დღის განმავლობაში იმალებოდა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მამაკაცს დაზიანებული ჰქონდა ყელის არე და, ექიმების განცხადებით, ვეფხვმა მას საძილე არტერია დაუზიანა.
„შემოვიდა გულის გაჩერებით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა. სამწუხაროდ, გულის რიტმის აღდგენა ვერ მოხერხდა და პაციენტი გარდაიცვალა“, – ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთანდილ იმედაძე.
წყარო “პირველი არხი”