“ლაგუნა ვერესთან” სპეცრაზმია მობილიზებული – ფოტოები შემთხვევის ადგილიდან (ფოტოკოლაჟი)
არსებული ინფორმაციით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ლომი ადამიანს თავს დაესხა. ამ წუთებში ადგილზე “კვირას” კორესპონდენტი იმყოფება და ადგილზე არსებულ ვითარებას აკვირდება. როგორც ის ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში სპეცრაზმია მობილიზებული.
“კვირა“ გთავაზობთ ფოტოკოლაჟს „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან. არსებული ინფორმაციით, ლომი ერთ-ერთ საწყობში იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საწყობის მეპატრონე შევიდა შენობაში.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ დაინახეს, როგორ დაესხა ცხოველი თავს ადამიანს. პირი, რომელსაც ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველი თავს დაესხა, გაუნძრევლად წევს მიწაზე.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.