“ლომი, რომელიც თბილისში ადამიანს თავს დაესხა, საწყობში იმალებოდა”
არსებული ინფორმაციით, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ლომი ადამიანს თავს დაესხა. ლომი ერთ-ერთ საწყობში იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საწყობის მეპატრონე შევიდა შენობაში.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს, როგორ დაესხა ცხოველი თავს ადამიანს. პირი, რომელსაც ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველი თავს დაესხა, გაუნძრევლად წევს მიწაზე.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
წყარო: “რუსთავი 2”