“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ლომმა, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი იმსხვერპლა
“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ლომმა, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც წყარო კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ დაიჭირა ლომმა მამაკაცი. რამდენიმე ადამიანმა გამოქცევა მოახერხა. ხალხი პანიკაშია.
ამ წუთებში „კვირას“ გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილისკენ მიემართება და დამატებით ინფორმაციას შსს-ს ოფიციალურ კომენტართან ერთად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.