ზოოპარკის ტერიტორიიდან ორი მანქანა ამოიტანეს
ცოტა ხნის წინ ტექნიკის დახმარებით ზოოპარკის ტერიტორიიდან ორი მანქანა ამოიტანეს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, ასევე – შესაბამისი სამსახურები, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და მოხალისეები. ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე სტიქიის შედეგად ჩამოტანილი ტალახისა და ნაგვის გატანა გრძელდება.