პროკურატურა სტიქიასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის პროკურატურა ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესებს შეისწავლის – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება 14 ივნისს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გამოძიება მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა.

საქართველოს პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს 2015 წლის 14 ივნისს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები