სტიქიის შედეგად გარდაცვლილად კვლავ 17, ხოლო დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება
შს მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილად კვლავ 17, ხოლო დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
“გუშინდელი მონაცემები არ შეცვლილა. გარდაცვლილი იყო 17 ადამიანი, 5 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. რაც შეეხება სამუშაოებს, გაიშალა სამუშაოები მდინარე ვერეს ხეობაში და ორი ახალი კერა დაემატა სამუშაოების ადგილს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.