ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს თბილისის ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა
ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ბელორუსი ხალხის და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ თანადგომას დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია ბელორუსიის პრეზიდენტის წერილში.
საქართველომ სამძიმრის წერილი მიიღო ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის ვლადიმირ ანდრეიჩენკოსგანაც, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებს. „ბელორუსიის პარლამენტარებმა გულთან ახლოს მიიტანეს ქართველი ხალხის გასაჭირი, ისინი გულწრფელად უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს და დაზარალებულებს გამოჯანმრთელებასა და სტიქიის შედეგების დაძლევას უსურვებენ“, – ნათქვამია წერილში.