ირაკლი ღარიბაშვილი: სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მე-13 კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება
წყნეთის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მდინარე ვერეს კალაპოტი შეეცვალა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, წყლის ნაკადს, ნაპირთან, რომლის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა, უშუალო შეხება აღარ აქვს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ამ ეტაპზე, წყნეთის ქუჩაზე მდებარე მე-13 კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება.
“ნაპირსამაგრი სამუშაოების შემდეგ აღნიშნული საფრთხე სრულად იქნება ნეიტრალიზებული. ასე რომ, მოსახლეობას შეეძლება დაბრუნდეს საკუთარ საცხოვრებელ ბინებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.