გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ყველა უწყების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები სტიქიის ზონაში ჩამოტანილი ქვა – ღორღისგან დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებენ.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე. დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებოდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. ახალი გზის მაგისტრალზე ე.წ. მზიურის კოშკების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მაშველები და მოხალისეები არიან ჩართულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები