ქობულეთში პირველადი ნივთების შეგროვება დაიწყეს

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად პირველადი ნივთების შეგროვება ქობულეთში დაიწყეს.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობასთან მოქალაქეები და გამგეობის თანამშრომლები შეიკრიბნენ. მათ წუთიერი დუმილით სტიქიის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს.

ქობულეთის გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტში შეგროვდება თანხა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. „ვუსამძიმრებ იმ ოჯახის ახლობს და ნათესავებს, ვინც იმ სტიქიის დროს დაიღუპა. მივმართავ მოსახლეობას, რომ გამგეობაში მოიტანონ ტანსაცმელი და ყველაფერი ის, რითაც დახმარება შეუძლიათ და ჩვენ გავაგზავნით თბილისში“,-განაცხადა გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები