ხულოში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და სახლთან მისასვლელი გზა ჩაიტანა

ხულოს რაიონში უამინდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა წვიმამ დეკანაშვილების, დიოკნისის, ვაშლოვანის, აგარისა და ღორჯომის თემებში 6 სოფელი დააზარალა, განადგურდა ნათესები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
გარესამყაროსაა მოწყვეტილი ჯამბულ კახაძის ოჯახი. ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და სახლთან მისასვლელი გზა ჩაიტანა. მეწყრის გამო ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე სტარანსპორტო მოძრაობა შეფერხდა, თუმცა ჩამოშლილი მიწის მასისგან ცენტრალური გზა მალე გაიწმინდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. ტერიტორია გამგეობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები