თბილისში დღეს წვიმაა მოსალოდნელი

დედაქალაქში დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც “კვირას” გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, პროგნოზის მიხედვით, წვიმა ძლიერი არ იქნება.
მისივე თქმით, არამდგრადი ამინდი თბილისში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. სპეციალისტები ასევე ნალექს პროგნოზირებენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქრთველოში. “დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. დედაქალაქში მოსალოდნელია ასევე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა – 29 გრადუსი”,- განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები