ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნი ტორბიონ იაგლანდი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წერილშია აღნიშნული, ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს საშინელი წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად.

„ამ ეროვნული გლოვის ჟამს ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს თბილისში კვირას მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებ დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას. ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს ამ საშინელი წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად. ევროპის საბჭოს ყველა წევრის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ხალხსა და მთავრობას: ამ გაჭირვების ჟამს თქვენს გვერდში გვიგულეთ “,-აღნიშნავს ტორბიონ იაგლანდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები