„ტვინნაღრძობის ახირების გამო შენდებოდა ყველაფერი, ყოველგვარი ცოდნის და პროფესიონალიზმის გარეშე, რაც გმირთა მოედანზე ააშენეს, მისმა ნახვამ შემზარა“

გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, კომპანია „ჯეო ინჟინერინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ომარ ქუცნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მეწყერსაშიში ზონების შესწავლის აუცილებლობაზე და სამეცნიერო ცენტრების შექმნის შესახებ ისაუბრა.
გეოლოგმა საქართველოს წინა ხელისუფლება ახირებების გამო არაპროფესიონალურ მშენებლობებში დაანადანაშაულა. ქუცნაშვილის თქმით, სტიქიის დროს ღვარცოფული ნაკადის ასეთი დამანგრეველი სიმძლავრე სწორედ კვლევების გარეშე მშენებლობამ და „ვერეს“ შებოჭვამ განაპირობა.
„საინჟინრო – მეცნიერული კვლევები უნდა ჩატარდეს საინჟინრო – გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კუთხით, სეისმო – ტექტონიკური კუთხით, კომპლექსური კვლევების საფუძველზე მთელი ამ აუზის დეტალური რუკა უნდა შედგეს. შედგეს სამონიტორინგო ქსელის შესაბამისი პროექტი, რომელიც არა მარტო უეცარი შეტყობინების, არამედ გრძელვადიანი პროგნოზირების საშუალებას მოგვცემს. ეს ვერეს ხეობაში პირველად არ მომხდარა, განმეორებადია, მაგრამ როდესაც ღვარცოფული ნაკადი შებოჭილ სივრცეში მოხვდება, მისი ეფექტი და დამანგრეველი ძალა მეტია. მეწყერსაშიში ზონები არსებობს და ისინი კვლევებს საჭირობენ. 7 სამეცნიერო ცენტრი უნდა შეიქმნას. მოსალოდნელი გეოლოგიური მოვლენები პორგნოზირებული უნდა იყოს. ამას უნდა შესწავლა, რომ ცოდნით ვაშენებდეთ ქვეყანას და არა ისე, როგორც სააკაშვილის დანაშაულებრივი ხროვა აკეთებდა. წინა რეჟიმი თითქოს აშენებდა. გმირთა მოედნის სურათმა შემზარა, ეს მხოლოდ ზიანის მომტანი იყო. ეს იყო წყალში ჩაყრილი მილიარდები. ვიღაც ტვინნაღრძობის ახირებით, სრულიად არაპროფესიონალურად შენდებოდა“, – განაცხადა ომარ ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები