მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი: ტყუილია, რომ მდინარე არაგვმა მლეთა დატბორა

გავრცელებული ინმფორმაცია, რომ მდინარე არაგვი ადიდდა და მლეთა დატბორა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ “კვირასთან“ საუბრისას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განაცხადა.
გუბერნატორისთვის გაუგებარია, რატომ ავრცელებს ზოგიერთი მედიასაშუალება გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას.
“დაახლოებით ერთი კვირის წინ, მართლაც, ადდიდა მდინარე არაგვი, მაგრამ დატბორვა არ მომხდარა, არ ვიცი, რატომ, ვისზე ან რაზე დაყრდნობით ავრცელებენ ამ ინფორმაციას, შემიძლია გითხრათ, რომ მდინარე ადიდებული არ არის და მლეთას საფრთხე არ ემუქრება. არ ვიცი, რატომ ავრცელებენ ასეთი სახის ტყუილებს“,-აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ნუგზარ ყიფიანმა.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვი ადიდდა და მლეთა დატბორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები