მინდია ჯანელიძე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მადლობას უხდის

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მადლობას უხდის. ჯანელიძის თქმით, მან თავად იხილა, თუ როგორ მუშაობდნენ სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარებისას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამაშველო სამსახურს გამოჩენილი გმირობისთვის მადლობა გადავუხადო. იქ ვიყავი იმ დროს, როდესაც სტიქია მძვინვარებდა და ჩემი თვალი ვუყურებდი, თუ როგორ მუშაობდა სამაშველო სამსახური“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ.
რაც შეეხება საჯარო სკოლებში ამ მიმართულებით განათლებას, ჯენელიძის თქმით, კრიზისების დროს სამოქმედო ღონისძიებებზე განათლების მიღება ძალიან კარგია. „პირველ რიგში, რაც უფრო მეტი განათლება იქნება საზოგადოებაში სამოქალაქო კრიზისების დროს სამოქმედო ღონისძიებების შესახებ, უკეთესია და ამაზე ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები